რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე ვანოს ბაღს შევხვდი, რომლის გვერდიც შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:
https://www.facebook.com/profile.php?id=100027303921107
ციფრულ სამყაროში ვანო გამოირჩევა თავისი ფერადოვნებით, ფერადი ფოტოებით, ძალიან სასიამოვნო ვიდეოებით და ისეთი განწყობით, რომელიც აუცილებლად მოგანდომებს თავისი ყვავილების შეძენას.
შეძენის ბედნიერება საჩხერელ მომხმარებელს მაღაზიიდან, ხოლო ჭიათურელ მომხმარებელს ქალაქის ცენტრალურ, ერთ-ერთ სასიამოვნო ადგილას, ვანოს მანქანიდან კვირაში ორჯერ აქვთ, სადაც მეყვავილე წელიწადზე მეტია ყვავილების გასაყიდად მიდის. მისი გვერდის მიმდევრები დიდ ქალაქებში მისვლას ხშირად სთხოვენ, სადაც ვანოსგან პირადად იღებენ რჩევას მცენარეების მოვლის შესახებ.
რაც შეეხება დანარჩენ დროს, ვანო მას საჩხერეში, საკუთარ სანერგეში ატარებს, რომელიც მცენარეების გამრავლებას, გამოყვანასა და გამოზრდას ემსახურება.
“მე საჩხერეში ვცხოვრობ, კერძოდ, სავანეში. Ზოგადად ამ სფეროში არ ვიყავი, მაგრამ პანდემიასთან ერთად სამუშაოები წამოვიწყე. Მეგობრებმა შემიკვეთეს პირველად. მეც გამოვიყვანე და გამრავლებაც დავიწყე. სოფელში როცა ვარ ხოლმე სანერგეში გამომყავს რაღაც-რაღაცები, ზოგიერთ სახეობას ვიწერ ხოლმე, თან ვსწავლობ და მიხარია, რომ ხალხის სიყვარული დავიმსახურე. შედარებით იაფად ვყიდი მცენარეებს და მეტი მომხმარებელი მყავს დაინტერესებული.
უფრო მეტად, მარტო მიწევს მუშაობა. საიტს კიდევ ცალკე მიხედვა სჭირდება. იქ ცალ-ცალკე მომხმარებლები გწერენ, ყველას პასუხი სჭირდება”, - მითხრა ვანომ.
გამოყვანის, გამრავლებისა და რეალიზაციის პროცესში თავად სრულად ერთვება. თუმცა, ამავდროულად, დახმარებას იღებს საკუთარი მეგობრებისაგან და მეუღლისაგან, რომლებიც შეკვეთების მიღებაში, ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაში და პროდუქტის გადაზიდვაში ეხმარებიან. მათი პასუხისმგებლობა მაღალია, რადგან მცენარეებს, როგორც ცოცხალ ორგანიზმებს გადაზიდვა და მოვლა შესაბამისი საშუალებებით სჭირდებათ.
ვანო საკუთარ გამოცდილებას არ იშურებს მომხმარებლისათვის. ვინაიდან მცენარე სხვადასხვაგვარ გარემოში, სხვადასხვანაირ პირობებში სხვადასხვანაირად ხარობს, ის მომხმარებლისგანაც იღებს ინფორმაციას, რადგან ინფორმაციის ურთიერთგაცვლა მომხმარებელსა და მეყვავილეს შორის მცენარის მოვლის საუკეთესო ფორმის მოძებნის გზაა. ინფორმაცია არასდროსაა მართებული თუ მას მხოლოდ ერთი მხრიდან ვამუშავებთ, ვაკვირდებით და წარმოვადგენთ. მცენარეს მრავალგვარი განზომილება აქვს ჩვენ კი მხოლოდ ჩვენი პერსპექტივიდან ვუყურებთ მას.
ორი წელია რაც ეს ყვავილები მაქვს. თავიდან ონლაინ დავიწყე გაყიდვები. Პირველად ფიზიკურად რომ გამოვიტანე მანქანით ვიყავი გამოსული. 3 და 8 მარტის პერიოდი იდგა. ამ დროს ჩამომაქვს ხოლმე მცენარეები. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მართლა, იმიტომ, რომ არასდროს გამიყიდია რამე. ყოველთვის ვჩუქნიდი ან მივართმევდი ხოლმე. სულ მერიდებოდა და იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად დამჭირდა, დამეხმარა მეგობარი.
მარტო ვერ ვდგებოდი მანქანით. Პირველად მასთან ერთად შევძელი ეს გაყიდვები მომეწყო. ყვავილების მიმართ იმხელა დაინტერესება იყო, ვერ წარმოვიდგენდი.
მოგვიანებით უკვე ვიფიქრე, რომ საიტითაც გამეკეთებინა და შემეძლო ყველასთვის მიმეწვდინა ხმა.
ეს დაინტერესება იმხელა იყო, რომ რეგიონიდან ხალხი მთხოვდა გამეგზავნა ხემცენარეები და ყვავილები. ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, თბილისში ძალიან ბევრმა მთხოვა ჩავსულიყავი ან გამეგზავნა ყვავილები. თუ ჩასვლას ვერ ვახერხებ, ფოსტით ვაგზავნი, ძალიან დიდ ნაძვებს ვერ ვაგზავნი, მაგრამ მარშუტკითაც გამიგზავნია. ასე გაგზავნილები პირდაპირ სახლში მიაქვთ”, - მითხრა ვანომ.
ვანოს გაუმართლა, მასზე ხმა სწრაფად გავრცელდა, როგორც რეგიონში, ისე ციფრულ სამყაროში, სადაც "ვანოს ბაღის" გვერდს უკვე 19 000 გამომწერი ჰყავს.
მისი კონსულტირება უკვე ასეულობით ადამიანმა მიიღო, რომელ პროცესშიც მას მეუღლე ყოველდღიურად ეხმარება.
ვანოს გარშემო ყვავილების მოყვარულები შემოიკრიბნენ და შექმნეს სივრცე, სადაც მათ უკვე შეუძლიათ, ერთად შეარჩიონ საკუთარი კოლექციისთვის სამომავლო მცენარეები. ასე იპოვეს მათ ქრიზანთემები, რომლებიც გასული წლის შემოდგომაზე ყველაზე პოპულარული იყო.
“ქრიზანთემები ზამთრის ყვავილებია, ამიტომ უფრო მეტად უნდათ ხოლმე მათი შეძენა. ეზოში შეიძლება დაირგოს და ალამაზებს ხოლმე იქაურობას”, - ამბობს ვანო.
ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, როგორ გაგრძელდება ყვავილებთან ერთად ვანოს თანაცხოვრება და როგორ წარმოუდგენია მას ბიზნესის განვითარება, როგორც მისი ოჯახისთვის შემოსავლის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო. ვანოსთვის ასეთი წარმოდგენა რამდენიმე მაღაზიას უკავშირდება, რომელიც შეიძლება დიდ ქალაქებში ცენტრალურ ადგილებზე განთავსდეს. სადაც მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ ყვავილები და მიიღონ კონსულტაცია კომპანიის თანამშრომლებისგან.
მომავალში ონლაინ გაყიდვების გაზრდას გეგმავს. ამაში საქართველოს ფოსტა მას ეხმარება. ფოსტით შესაძლებელია ყვავილების გაგზავნა, ისევე როგორც შესაძლებელია, ყვავილები მოვიდეს ჩვენს მიერ მითითებულ ადგილას, კურიერმა მოგვიტანოს ის პირდაპირ სახლში. ამან მე როგორც ყვავილების მოყვარული ძალიან გამახარა.
ვანო დღესაც აგრძელებს თავისი ყვავილების გამრავლებას, წარმოებას, მათი ნერგებისა და თესლის გამოწერას უცხოეთიდან, საჩხერეში მრავალფეროვანი სათბურის, სანერგე მეურნეობის შექმნას. ეს წელიწადი, მჯერა, რომ ახალი ნაბიჯი იქნება მის საქმეში. ვანოს ბაღი კი მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის იმერეთის ადგილობრივ წარმოებაში.