სოკოს წარმოების მზარდ მოთხოვნილებაზე ჩემს ტელეფონზე მოსული შეტყობინებები ისევე მეტყველებს, როგორც ჩემი დღევანდელი რესპონდენტის პასუხები. მცირე ბიზნესები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ამ წარმოებას და წარმატებასაც პოულობენ. კალმახა და ქამა ყველაზე გავრცელებული სახეობებია, რომელიც საქართველოში აქაური მომხმარებლის სურვილს 40%-ით აკმაყოფილებს, ნაწილი 60% კი ჯერ ისევ ახლომდებარე, მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებულია.
ამ რამდენიმე საათის წინ ჩემი მეგობარი ფერმერების გვერდებს ვათვალიერებდი და ერთი საინტერესო გვერდი შემომხვდა. Soko.ge არის გვერდი, რომელიც დაინტერესებულ მეწარმეებს ინფორმაციას უზიარებს სოკოს მოყვანაზე. როგორც კი ვნახე, მაშინვე მომინდა კომპლიმენტი მეთქვა მისი ავტორისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სულ 4 პოსტი აქვს, ინფორმაციულად საკმაოდ სასარგებლოა. მის ავტორს დევი ჰქვია. როგორც ჩანს, სოკოს წარმოების საქმეში დიდი ხანია არის ჩართული. დავურეკე და ჩემი ბლოგისთვის პატარა ინტერვიუ ვთხოვე.
დღის პირველ ნახევარში ვისაუბრეთ და საკმაოდ მრავლისმომცველი სატელეფონო ინტერვიუ გამოგვივიდა. მითხრა, რომ განათლების სიმწირისა და წარმოების მხრივ განვითარებული კადრების სიმცირის გამო ინდუსტრიული წარმოება სულ რამდენიმეა ქვეყანაში, რის გამოც მცირე მეწარმეები უფრო მომრავლდნენ, რომლებიც ამ საქმიანობას რამდენიმე წელიწადს მისდევენ. მომგებიანი ეს საქმე ნამდვილად არის, თუმცა ორი ციკლი მაინც სჭირდება სოკოს მწარმოებელს, რომ მისგან მცოდნე პროფესიონალი დადგეს.
კვალიფიციურ განათლებას კვალიფიციური მასწავლებელი და ლიტერატურა სჭირდება. დღეს საქართველოში ასეთის მიღება შესაძლებელი არ არის. არსებობდა მხოლოდ მოკლევადიანი კურსები, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ ჩატარებულა და წარმოების ზრდა დაინტერესებული პირების ალღოზეა დამოკიდებული.
ციფრულ სივრცეში ლიტერატურა, როგორც ყოველთვის ერთეულებია. მე მოვიძიე კვალიფიციური ლიტერატურა საქართველოში სოკოს წარმოების შესახებ და ვიპოვე შემდეგი:
Mushroom.pdf (care-caucasus.org.ge) მხოლოდ ერთი დოკუმენტი მოიძებნა. ისიც აბაშის სოკოს მწარმოებელთა გაერთიანების გამოცდილებაზეა დაყრდნობილი, მეცნიერული ჩარევის გარეშე. სასწავლო მასალის დეფიციტი გვაქვს. მეწარმეს თავად უწევს იპოვოს სოკოს წარმოებს ისეთი მიდგომები, რომლებიც საკუთარ თავზე გამოცადა. ასეთი შეიძლება იყოს ტემპერატურის ცვალებადობასთან, ტენიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება, სინათლის რეგულირება და სოკოს სარეალიზაციო ფორმამდე მიყვანა. აქვე აღსანიშნავია მყიდველებთან ურთიერთობა და მათი დათანხმება მუდმივ თანამშრომლობაზე. მეწარმე ზრუნავს, თუმცა უფასდება. როგორც დევიმ მითხრა, დროთა განმავლობაში ყველაფრის სწავლა შეიძლება, მთავარია გვქონდეს სურვილი. ცოდნისა და ფინანსების სწორი თანხვედრა კარგი საქმის წამოწყებას უწყობს ხელს. შესაძლოა ფინანსურმა ნაწილმა ისე შეუწყოს ხელი სამეურნეო მხარეს, რომ მისგან მდგრადი, განვითარებაზე ორიენტირებული საქმე შექმნას. თავის მხრივ ცოდნას და გამოცდილებას სახარბიელო ფინანსური მოგების მოტანა შეუძლია. ის წარმატებული საქმის გავლით გარდაიქმნება ხელშესახებ მატერიად, ფულად. უნდა ვიცოდეთ, რომ სიმტკიცის გასაძლიერებლად ის ტექნოლოგიური მიდგომებია საჭირო, რაც მომავალში რუტინად გადაიქცევა. თავის დროზე კი რუტინა შეიძლება ექსპერიმენტის სახითაც იყო წარმოდგენილი. მან უბრალოდ, გაამართლა და საქმის პროფესიონალთა ინტელექტში დაიმკვიდრა ადგილი. ამიტომაც, არ მგონია, რომ ვინმეს უნდა მოერიდოს მცდელობის, თუნდაც წარუმატებლობის და სიხარულის, წარმატების მიღწევის დროს. წარსული გამოცდილება საფუძველს გვაძლევს სწორ გზას დავადგეთ სამეწარმეო საქმეში და თუ ამ დროს ჩვენს გვერდით მხარდამჭერი პარტნიორია, საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით შეიარაღებული, წარმატების უფრო დიდი შანსი გვექნება.
პირველი, რასაც მეწარმე იდეის გაჩენის შემდეგ აკეთებს, ინფორმაციის მოძიებაა - გუგლში. დროის ხარჯვა გაწმენდილი ინფორმაციის მოსაძიებლად დიდხანს გრძელდება და სასურველ შედეგამდე იშვიათად მივყავართ. თუმცა, სარგებლის მოტანა ამ წყაროებს ნამდვილად შეუძლია. ქართულ წყაროებზე საგანმანათლებლო მასალა იშვიათადაა დაყრდნობილი. უცხოურის ადაპტირებისთვის საფუძვლიანი კვლევაა საჭირო.
ევროპული და მრავალი სამეზობლო ქვეყნის მეცნიერულმა წრეებმა შეძლეს, ცოდნის შენარჩუნება დოკუმენტის სახით, რათა მათი საშუალებით, მომდევნო თაობებს ესარგებლა. საქართველოში ის მეტად ხელმისაწვდომი ფორმით მხოლოდ მედიაში შემოიკრიბა. ამ მასალებს დღეს მცირე ბიზნესის მწარმოებლები იყენებენ, მათი მასშტაბში გადატანა კი დიდ, სარისკო ინვესტიციებთანაა დაკავშირებული.
ასე მითხრა დევიმ, რისკი დიდია, გამოცდილების გარეშე ტექნოლოგიის შემოტანა ჩუმი მოქმედების ნაღმია, რომელსაც ფინანსური განვითარების გზაზე ბევრი წარუმატებლობამდეც მიუყვანია. ამიტომ ტექნოლოგიას ადგილზე ცოდნა უნდა დავახვედროთ. გვახსოვდეს, რისკებს საკუთარ ჯიბეზე ვიწვნევთ.
ტექნოლოგია ერთ დროს ადამიანის ინტელექტის მიერ წარმოდგენილი, გამოგონილი რამ არის, რასაც მოგვიანებით სასაქონლო სახე მიეცა. მისი გამოყენება ისეთებმა დავიწყეთ, ვისაც აქამდე მსგავსი წარმოდგენაშიც არ გვქონია. მისი წყალობით დღეს მეც შემიძლია ავაწყო სოკოს მცირე სათბური ვთესავდე მიცელიუმს და მომყავდეს ქამა სოკო ან კალმახა ტომრებში. ამ დროს შეიძლება ვიფიქროთ ის, რომ იგივე დროის ინვესტირება უკეთ შემეძლო. გამოცდილი მეგობრის რჩევას აქ ყველაზე მეტად ვენდობი. იმისათვის, რომ სარდაფში წამოწყებული საქმე სასარგებლო გახდეს, კონსულტირებას მივიღებ. სოკოს მწარმოებელი მიჩვენებს გზას, როგორ შევძლო სოკოს მოყვანა სუფთად და კარგი საქმის კეთება მრავალი ადამიანისთვის, რაც უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე სოკოს მომზადება, მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის.
დევი ასეთი სასარგებლო მეგობარია. მასთან მიმოწერას მარტივად შეძლებთ. E-mail-ზე მაშინვე მიპასუხა, როდესაც მივწერე. სატელეფონო ზარზეც არ დაუგვიანებია პასუხი. საიდუმლო არაა, რომ ხმაურში იყო, როცა ველაპარაკე, მოძრაობდა. თუმცა ეს ნიშნავს, რომ საქმიანი ადამიანი ხვდება მათ, ვისაც კარგი საქმის კეთება უნდა და ვისთვისაც საუბარი შედეგის წინაპირობაა.
ასე ვიპოვე Soko.ge
ქართულ მიცელიუმსაც დავამზადებთო. სულ მალე იქნებ ისეც მოხდეს, რომ ქართული პროდუქტი საქართველოში უფრო მეტი გვქონდეს, ვიდრე შემოტანილი და ქართველი მეწარმე უფრო მეტ თანხას იღებდეს ჩვენგან ვიდრე თურქი, აზერბაიჯანელი ან აღმოსავლეთ ევროპელი. ამ სურვილით წამოწყებული საქმე მიზნამდე აუცილებლად მიიყვანს თავის შემოქმედს. ერთი კი უნდა ვიცოდეთ - ამ ქვეყანაში, ქართული, როგორიც უნდა იყოს და რამდენიც უნდა იყოს ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენია და შეგვერგება.
No comments:
Post a Comment