ქართული საინჟინრო ჯგუფისა და ინვესტორების მიერ შექმნილი ახალი გამოგონება, ალგორითმის რობოტი, რომელსაც მისიად ზრდასრული სოკოს დაკრეფა აქვს დასახული, ამერიკელმა ფერმერებმა გამოფენაზე, კალიფორნიაში შეაფასეს. დავით კორახაშვილმა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი და ინვესტორია, მითხრა, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგია პოულობს სოკოს სარეალიზაციოდ მოთხოვნილ ზომებს და აგროვებს. ამ ტექნოლოგიაზე მოთხოვნა დიდია განვითარებული სოფლის მეურნეობის ქვეყნებში, თუნდაც ამერიკაში, გერმანიასა და ევროპის დიდ სახელმწიფოებში. სამშობლოში მისი შემქმნელი ჯგუფის მიერ გამოგონების შესახებ ამბავი ჯერ მხოლოდ საინფორმაციო მედიაში გავრცელდა.
“ერთი პრივილეგია, რაც აქვს, არის ის, რომ რობოტს ღამითაც შეუძლია მუშაობა. მისი ანალოგები, რომლებსაც კანადა ამზადებს, ცოტათი განსხვავებულია. ტექნოლოგია განსხვავებულია კრეფის სიჩქარე ნაკლებია, ხოლო ფასით შედარებით ძვირია. რობოტი ანაცვლებს ცოცხალ ძალას. მისი გამოყენება განსაკუთრებით ისეთ საწარმოებშია განსაზღვრული, სადაც ხელით მუშაობა და სოკოს მასობრივი კრეფა მიმდინარეობს”, - მითხრა დავით კორახაშვილმა სატელეფონო ინტერვიუს დროს, როცა მას ტექნოლოგიური განვითარების შესახებ გამოცდილების გაზიარება ვთხოვე.
შერჩევით კრეფის დემონსტრირება პროექტის თანაავტორმა ირაკლი დათაშვილმა ამერიკაში შემდგარ გამოფენაზე შეძლო. მის მიერ გავრცელებულ live ვიდეოში ჩანს, როგორ გამოიყენება ქართულ-ამერიკული ჯგუფის ნამუშევარი და როგორ წარუდგინა მან გამოგონება ფერმერებს.
https://www.facebook.com/100009209696786/videos/3386628478272539/
ეს ღერძზე მოძრავი რობოტია. ჰაერის ძალით ხდება სოკოს შეწოვა და მოწყვეტა. ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე გენერირებული ალგორითმი პოულობს ზრდასრული სოკოს ცალკეულ ნაყოფებს, ისრუტავს მას, სოკოს წყვეტს, ასუფთავებს და შესაბამის კოლოფში ათავსებს.
როგორც ჩანს, რობოტის დასამზადებლად გამოყენებული მასალა, სურსათის წარმოების სტანდარტის მიხედვითაა შერჩეული. ტექნოლოგიის გამოყენებით, სოკოს ზედაპირის ხარისხი უნარჩუნდება, რაც პრემიუმ ხარისხის მომხმარებლისთვის, შეძენის დროს, მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
“ასეთი ტექნოლოგიის გამოყენების დროს ფერმერს დაახლოები
თ ორჯერ უმცირდება დანახარჯი. ჩვენ მაინც პროექტირების ეტაპზე ვართ, თუმცა დამტკიცების შემთხვევაში მის აქტიურად წარმოებას დავიწყებთ ”, - აღნიშნავს ჯგუფის ხელმძღვანელი.
საქართველოს რეალობაში სოკოს მკრეფავი რობოტის გამოყენება ჯერ არავის მოუთხოვია. ამ პერიოდში სოკოს მსხვილი ერთი მწარმოებელი და რამდენიმე საშუალო ფერმა ოპერირებს. Მათ ბაზაზე დიდია დასაქმების მოთხოვნა. დასაქმებული სპეციალისტების ჩანაცვლება და ტექნოლოგიური განახლება ამ მხრივ არ იგეგმება. ქვეყანაში სოკოს მიმართ მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა მას ბოლო პერიოდში ზრდა არ განუცდია. წარმოების განვითარება საექსპორტო მიზნით და მეზობელი ქვეყნების ქართული სოკოთი დაინტერესება ტექნოლოგიების მიმართ მოთხოვნასაც გაზრდის და ასეთ დროს ტექნოლოგიური ინჟინერია მოთხოვნის შესაბამისად, ახალი მოწყობილობების შესაქმნელად მზად უნდა იყოს.
ამ დროისთვის ქართული სოკოს მკრეფავი რობოტი ამერიკაში, რეალურ ფერმაში გადის ტესტირებას. მისი დანერგვა როგორც ახალი მეურნეობის აშენების დროს შეიძლება იყოს გათვალისწინებული, ასევე, შეიძლება უკვე არსებულ მეურნეობებში ინტეგრირდეს. სოკოს აქტიური მოყვანისთვის გამოყენებული რობოტი ტექნოლოგიური განვითარების პერიოდში შეიძლება საქართველოსთვის სანიმუშო სიტყვა იყოს, მისი გამოყენება კი თანამედროვე ფერმერისთვისაც ისეთივე სასურველი მგონია, როგორც ამერიკელი მასობრივი მწარმოებლებისთვის. ალგორითმი გვპირდება, რომ განვითარების შემდეგ ეტაპებს გაგვაცნობს და ქართული რობოტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
No comments:
Post a Comment