რუსუდან გიგაშვილი სოფლის მეურნეობის სისტემების ექსპერტი და აგროჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარეა. ის უკვე რამდენიმე ათეული წელია სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწეობს და ამ დროის განმავლობაში მისი გაკეთებული საქმე მნიშვნელოვან ფერმერულ მიღწევებს დაუკავშირდა. მმართველობით თანამდებობებსა და პროექტის ხელმძღვანელ პოზიციებზე თავს უყრიდა ისეთ საერთაშორისო პროექტებს, როგორიცაა ბანაკი სოფლად, ახალგაზრდა ლიდერების მასტერკლასები აგროჟურნალისტიკაში, აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სტრატეგიის საბჭო, ფერმერთა სოციალური მედია, ასოციაცია “მომავლის ფერმერი” და კიდევ მრავალი.
დღეს რუსუდანი საქართველოს სოფლის მეურნეობის შეფასებას აგროჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის მხრიდან აგრძელებს. Მას ობიექტურად აქვს საშუალება, მოვლენები სამეურნეო ბირთვის გარედან შეაფასოს და უკვე კარგად ნაცნობი სფეროს შესახებ ისაუბროს, დაინახოს სექტორის წრებრუნვა, განვითარების ტემპი, სახელმწიფო პრიორიტეტების მიმართულება და შეაფასოს მათი გონივრულობა.
Საქართველო პატარა წარმოების ქვეყანაა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან საფეხურზე დგას. აქტიურობა პიკს უახლოვდება, სფერო ინტუიციურად ცდილობს დაიჭიროს პოლიტიკურად სწორი პოზიციები. რუსუდანი ამ პროცესის შეფასებაში დამეხმარა. მასთან მექსიკის აგროჟურნალისტთა კვირეულზეც ვისაუბრეთ, რომელიც გასულ თვეში შედგა.
მექსიკა ამოქმედებულია მძლავრი მექანიზმებით და სოფლის მეურნეობის საექსპორტო მოცულობებით. ის საქართველოზე ბევრად დიდია და ტექნოლოგიურადაც განსხვავებული. მექსიკაში ყურადღებას აქცევენ როგორც ტრადიციულ ისე საერთაშორისო ბესტსელერ პროდუქტებს. თანამშრომლობენ მაღალი განვითარების ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებთან. რუსეთის ნაცვლად, ამერიკის მეზობლად ყოფნა მექსიკისთვის მეტად სასიკეთო გამოცდილებაა, ვიდრე მუდმივი თავდასხმის შიში და მეტად მშვიდია.
რუსუდანი ცოტა ხნის წინ მექსიკაში აგროჟურნალისტთა გაცნობით ტურს დაესწრო, რის შემდეგაც გადავწყვიტე მიმოხილვა გაგვეკეთებინა, რა დროსაც საინტერესო შეფასებებამდე მივედით, განვითარების გზებიც დავინახეთ და რამდენიმე მიმდინარე ამბავი შევაჯამეთ.
“თუკი წლების განმავლობაში ჩართულობის ინტერესი ნაკლები იყო, დღეს სოფლის მეურნეობაში ჩართულობის ინტერესი მაღალია. ერთი მხრივ, ეს ინტერესი გამოიწვია ხელისუფლების მიერ დეკლარირებულმა ორიენტირებმა, მხარდამჭერმა კამპანიებმა, დონორების მხრიდან წამოსულმა მხარდაჭერამ. გვაქვს დიდი მოლოდინი და არიან ახალგაზრდები, რომლებიც ენთუზიაზმით მოდიან, მაგრამ შემდეგ აწყდებიან ბევრ პრობლემას, რაც სისტემური პრობლემებია: მიწა, ირიგაცია, კულტურის წარმოების მთლიანი ჯაჭვის მხარდაჭერა, სიღრმისეული ანალიზი, კონკურენცია.
მეგობარი ქვეყნები რომ ავიღოთ, ნებისმიერი დონორი ორგანიზაცია უყურებს სახელმწიფო პოლიტიკას, რაც არის ერთგვარი მაჩვენებელი თუ საით მიდის დარგის პრიორიტეტები. თუკი სახელმწიფო პოლიტიკა არ არის შედეგზე ორიენტირებული, დონორსაც ვერ მოვთხოვთ რამის დათმობას”, - მითხრა რუსუდანმა.
აგროჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი მომხმარებლის ქცევას აფასებს. მისი თქმით პროდუქტს უფრო მეტად გაუაზრებლად, ინერტუალად ყიდულობენ. მომხმარებელი დაინტერესებული არ არის შემადგენლობით და სიჯანსაღით, არჩევანს ხშირად კონკურენტული ფასით აკეთებენ, არადა ამ დროს, დახლის მრავალფეროვნებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია და ამაში სახელმწიფოს მხირდან კამპანიებით პერიოდული მხარდაჭერა სჭირდება.
Საქართველოს, როგორც ნიშური პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნის როლს რუსუდანი პერსპექტიულად აფასებს და ამბობს, რომ დაბლობში ეკოლოგიური პრობლემები ეკო პროდუქტის წარმოებას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა მაღალმთიან რეგიონებში სოფლებში არსებული მეურნეობების პოვნა და მათი ბიო სტანდარტზე გადაყვანა ბრენდირების გზით, სტრატეგიულად სწორ ამოცანად ესახება.
“თუ გადავხედავთ მსოფლიო გამოცდილებას, ნიშური პროდუქტი კონვენციურს ხელს ნამდვილად არ უშლის. მეწარმეს ერთი და იგივე პროდუქტი შეგიძლია აბსოლუტურად ნიშური ხაზით ჰქონდეს და ამავდროულად ინდუსტრიული ხაზით, ერთმანეთს ნამდვილად არ გამორიცხავს, უბრალოდ, როდესაც ნიშურზე ვსაუბრობთ, საჭიროებს უფრო მიზანმიმართულ მარკეტინგულ შრომას, შეფუთვებს, უფრო მეტად ჩართვას მარკეტინგული მხრისა და ბრენდინგის. ასე რომ, აქცენტი მეტი ცნობადობისკენ, ხოლო ინდუსტრიულის შემთხვევაში უფრო მეტად ტექნოლოგიებსა და მოცულობებზე აქცენტი. ერთი მეორეს ხელს აბსოლუტურად არ უშლის”, - მითხრა რუსუდანმა.
ქართულ პროდუქტზე საუბრისას ორივეს სურვილების დიდი ასპარეზი გაგვეხსნა. Რა კარგი იქნებოდა ევროკავშირის სუპერმარკეტებში უფრო დიდი მოცულობით ვიყოთ წარმოდგენილი, კონტინენტს მიღმა ექსპორტის შესაძლებლობები კი უფრო მეტ ადამიანს მოიცავდეს, ვიდრე მხოლოდ ქართული სათვისტომოებია. ქართულ პროდუქტს ხომ დიდი შესაძლებლობები და გამართვის პროცესში მყოფი ლოჯისტიკური გზები მომავალ წარმატებას უმზადებს, რაც მას ერთი მხრივ სასურველს, ხოლო მეორე მხრივ მიუწვდომელს ხდის. უცხოელი მყიდველისგან ქართული პროდუქტით დაინტერესებას მხარს მასშტაბური კამპანიები დაუჭერდა, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ არ ჩანს. თაფლი, ტყის არამერქნული პროდუქტები, მემცენარეობის მეორადი გადამუშავების პროდუქტები, გაყინული კენკრა და ბოსტნეული ამ დროისთვის უკვე ადაპტირებული პროდუქტებია, რომელსაც ევროპელი და ამერიკელი მომხმარებელი ჩვენგან იღებს, თუმცა უფრო დიდი დოვლათის შემომტანი, შეფუთული საცალო პროდუქცია საქართველოდან ჯერ მცირე რაოდენობით გადის და მოცვის არეალიც პატარაა.
ქართული პროდუქტი საქართველოშივე ხვდება წინაღობებს გაყიდვის დროს. მასშტაბური სარეალიზაციო ქსელების მეპატრონეები მნიშვნელოვან პირობებს უდებენ შეთანხმებაში მეწარმეებს, რომლებსაც მათთან ნაწარმის განთავსება სურთ. Მათ შორის განთავსების საფასური, მიწოდების უწყვეტობა, პირგასამტეხლო, სამომხმარებლო ჯარიმა და ა.შ. ქსელის ინტერესები დაცული გვაქვს თუმცა დანარჩენი მდგენელი ნაწილები, როგორიცაა მეწარმე, დისტრიბუცია, მომხმარებელი ჯერ ისევ დაუცველები არიან საერთო სარეალიზაციო ბაზის პერსპექტივაში.
“მომხმარებლის ხმა არ მიდის ქსელიდან მეწარმემდე. Სახელმწიფო არის და უნდა იყოს ინტერესების გამტარებელი. საჭიროა მომხმარებელიც გაიზარდოს, მაგრამ ასე თავისთავად ვერ გაიზრდება თუ ამაზე არ იმუშავა მეწარმემ, მარკეტმა, სახელმწიფომ, რომ გახდეს უფრო მომთხოვნი, კრიტიკული და კარგი შემფასებელი”, - მითხრა რუსუდანმა.